вторник, 20 ноября 2018 г.

რეფლექსია

პროექტებით სწავლებას დღევანდელ საგანმანათლებლო სივრცეში დიდი ყურადღება ექცევა.    ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მესწავლა, თუ  როგორ დავგეგმო და განვახორციელო პროექტებით სწავლება. ტრენინგმა მიმახვედრა, რომ პროექტებით სწავლება მოსწავლეთათვის უფრო საინტერესოს, სახალისოს და შემეცნებითს ხდის სასწავლო პროცესს. მოსწავლეები პროექტების შესრულებისას ერთვებიან ინტერესით და ხალისით, იზრდება მატი მოტივაცია.

воскресенье, 11 ноября 2018 г.

შეფასება



შეკითხვების დასმას გამოვიყენებ პროექტის დასაწყისში  თემასთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცოდნისა და შეხედულებების დასადგენად, აგრეთვე მათი ინტერესების და საჭიროებების გამოსავლენად. შეფასების ინსტრუმენტად გამოვიყენებ წინასწარ შედგენილ თემატურ კითხვებს, ვაწარმოებ მონიტორინგის რვეულს, ჩავინიშნავ ყველა მონაცემს.
პროექტის მსვლელობისას გამოვიყენებ მონიტორინგის დღიურს, პროგრესის ჩეკლისტებს, პროგრესის ანგარიშს. შეფასების ინსტრუმენტებად გამოვიყენებ ჩანიშვნებს, ჩეკლისტებსა და ფორმებს. აღნიშნული ინსტრუმენტები დამეხმარება პროექტის მიმდინარეობისას სხვადასხვა აქტივობების მაგ: დისკუსიების, პრეზენტაციების, ჯგუფური მუშაობის და სხვა შესაფასებლად, უკუკავშირების მისაცემად. თანატოლთა უკუკავშირის ფორმას გამოიყენებენ ერთმანეთისთვის უკუკავშირის მისაცემად  და საბოლოო შედეგის შესასწორებლად.
პროექტის დასრულების შემდეგ -დღიურებიდან მოსწავლეების პასუხები ზოგად შეკითხვებზე გვაწვდიან ინფორმაციას, როგორ  დააკავშირეს თავის მიერ შექმნილი მოთხრობები პროექტის ფართო მიშვნელობის საკითხთან

воскресенье, 14 октября 2018 г.

მე-2 მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა გამეგო პროექტის სამივე ეტაპზე როგორ მოვარგო და გამოვიყენო მრავალფეროვანი შეფასებები, რათა უფრო ეფექტური გავხადო სწავლა-სწავლების პროცესი.

воскресенье, 7 октября 2018 г.

21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები


მოგეხსენებათ,  პროექტებში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის სახალისოა, მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან და ასრულებენ შეთავაზებულ სამუშაოებს.  სასკოლო პროექტები  ესგ-ს სტანდარტებს ეფუძნება.  ამდენად პროექტში ჩართული მოსწავლე აღწევს  ესგ-ის სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს და ამასთანავე    ივითარებს 21-ე საუკუნის მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს. მოსწავლეის მიერ შექმნილი პროდუქტები  და რეალურ ცხოვრებასთან სასწავლო მასალის  დაკავშირება  მიღებული ცოდნის დემონსტრირებას  ემსახურება.