воскресенье, 11 ноября 2018 г.

შეფასება



შეკითხვების დასმას გამოვიყენებ პროექტის დასაწყისში  თემასთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცოდნისა და შეხედულებების დასადგენად, აგრეთვე მათი ინტერესების და საჭიროებების გამოსავლენად. შეფასების ინსტრუმენტად გამოვიყენებ წინასწარ შედგენილ თემატურ კითხვებს, ვაწარმოებ მონიტორინგის რვეულს, ჩავინიშნავ ყველა მონაცემს.
პროექტის მსვლელობისას გამოვიყენებ მონიტორინგის დღიურს, პროგრესის ჩეკლისტებს, პროგრესის ანგარიშს. შეფასების ინსტრუმენტებად გამოვიყენებ ჩანიშვნებს, ჩეკლისტებსა და ფორმებს. აღნიშნული ინსტრუმენტები დამეხმარება პროექტის მიმდინარეობისას სხვადასხვა აქტივობების მაგ: დისკუსიების, პრეზენტაციების, ჯგუფური მუშაობის და სხვა შესაფასებლად, უკუკავშირების მისაცემად. თანატოლთა უკუკავშირის ფორმას გამოიყენებენ ერთმანეთისთვის უკუკავშირის მისაცემად  და საბოლოო შედეგის შესასწორებლად.
პროექტის დასრულების შემდეგ -დღიურებიდან მოსწავლეების პასუხები ზოგად შეკითხვებზე გვაწვდიან ინფორმაციას, როგორ  დააკავშირეს თავის მიერ შექმნილი მოთხრობები პროექტის ფართო მიშვნელობის საკითხთან

2 комментария:

  1. მანანა გავეცანი და ძალიან მომეწონა.

    ОтветитьУдалить
  2. მონახაზი საინტერესო და გასაგებია, დაწვრილებით გაქვთ ასახული პროექტის ეტაპები. გისურვებთ წარმატებას

    ОтветитьУдалить